აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. როგორც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, არჩილ მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა , ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 26%. მისივე თქმით, ბათუმის და ქობულეთის მონაცემები ამ დრომდე არ არის ცნობილი.
წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ხელვაჩაურში ლიდერობს კოალიცია "ქართული ოცნება" ხმათა 59,59%-ით, შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 34,67%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 3,25%, "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1,3%, "ახალი მემარჯვენეები" – 0, 57%, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – 0,41%, "თავისუფალი საქართველო" – 0,22%.
ქედაში ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 48,16%-ით, კოალიცია "ქართული ოცნება" – 44,7%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 4,13%, "ახალი მემარჯვენეები" - 1,15%, "ლეიბორისტული პარტია" - 1,07%, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" – 0,55%, "თავისუფალი საქართველო" - 0,28%.
შუახევში ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 59,38%, კოალიცია "ქართული ოცნება" – 30,77%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 6,48%, "ლეიბორისტრული მოძრაობა" - 2,03%, "ახალი მემარჯვენეები" – 0,81%, "თავისუფალი საქართველო" - 0,23%, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" - 0,3%.
ხულოში ასევე ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 59,22%, კოალიაცია "ქართული ოცნება" – 32,96%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 4,2%, "ლეიბორისტული პარტია" - 1,78%, "ახალი მემარჯვენეები" – 1,06%, "თავისუფალი საქართველო" - 0,56%, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – 0,21%.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ბათუმის და ქობულეთის ოლქის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს და მონაცემები ჯერჯერობით არ არის.
ხელვაჩაურის ოლქი:
"ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების" კანდიდატი თემურ კახიძე – 56,16%,
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს" - ვაჟა ბოლქვაძე – 37,56%, "გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" ზაზა შაშიკაძე – 4,54%, "ახალი მემარჯვენეები" – თემურ ქიძინიძე – 0,89%,
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" სიმონ გოგიტიძე - 0,5%,
"კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო" იამზე ცენტერაძე - 0,34%.
შუახევის ოლქი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს" - მიხეილ მჟავანაძე – 59,63%, "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება" – ჯემალ ფუტკარაძე – 26,8%,
"გიორგი თარგამაძე – "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - ნუგზარ ფუტკარაძე - 7,46%, "ახალი მემარჯვენეები" – იოსებ დავითაძე – 2,3%,
"შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – თამარ მიქელაძე - 1,64%, "კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო" – შალვა ველიაძე – 1,35%,
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" – ოთარ ფუტკარაძე – 0,82%.
ქედის ოლქში:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს", - ირაკლი ბარამიძე – 46,44%, "ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება", - ნოდარ ძნელაძე – 44%,
"გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – ნადეჟდა ჯაბნიძე – 4,91%, "ახალი მემარჯვნეები" – გელა გიორგაძე - 2,37%,
"შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – ნაიმე ძნელაძე 1,07%, "კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო" რომან ბედინაძე - 0,22%,
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" - მურად ბერიძე – 1%.
ხულოს ოლქი:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს", - თემურ ბოლქვაძე – 60,89%, "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება" – ამირან მამულაძე 30,17%,
"გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება", - რობერტ ხოზრევანიძე, 4,83%,
"ახალი მემარჯვნეები", - ნანა ხალვაში – 1,56%,
"შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია" – ზაურ დეკანაძე - 1,34%,
"კახა კუკავა თავისუფალი საქართველო" – მურმან კოჩალიძე – 0,99%,
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – თუნთუ კონცელიძე – 0,22%.