საერთაშორისო დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნების შემდგომი შედეგების შესახებ წინასწარ განცხადებას დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გააკეთებს.
ერთობლივ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენემ შემდეგი ორგანიზაციები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ევროპარლამენტი (EP) და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA).
განცხადებას ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ტონინო პიცულა, აგრეთვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ლუკა ვოლონტე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ასენ აგოვი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მილან კაბრნოცი და ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვულჩანოვი გააკეთებენ.
არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 401 დამკვირვებლისგან