აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, არჩილ მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ხმათა 26% -ია დათვლილი.
მისივე თქმით, ბათუმის და ქობულეთის მონაცემები ამ დრომდე არ არის ცნობილი.
წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ხელვაჩაურში ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნება“ ხმათა 59,59%-ით, შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 34,67%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 3,25%, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,3%, „ახალი მემარჯვენეები“ – 0, 57%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ – 0,41%, „თავისუფალი საქართველო“ – 0,22%.
ქედაში ლიდერობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“– 48,16%-ით, კოალიცია „ქართული ოცნება“ – 44,7%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 4,13%, „ახალი მემარჯვენეები“ - 1,15%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1,07%, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ – 0,55%, „თავისუფალი საქართველო“ - 0,28%.
შუახევში ასევე ლიდერობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 59,38%, კოალიცია „ქართული ოცნება“ – 30,77%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 6,48%, „ლეიბორისტრული მოძრაობა“ - 2,03%, „ახალი მემარჯვენეები“ – 0,81%, „თავისუფალი საქართველო“ - 0,23%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ - 0,3%.
რაც შეეხება ხულოს, ასევე ლიდერობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 59,22%, კოალიაცია „ქართული ოცნება“ – 32,96%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 4,2%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1,78%, „ახალი მემარჯვენეები“ – 1,06%, „თავისუფალი საქართველო“ - 0,56%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ – 0,21%.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ბათუმის და ქობულეთის ოლქის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს და მონაცემები ჯერჯერობით არ არის.
ხელვაჩაურის ოლქში ლიდერობს „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ კანდიდატი თემურ კახიძე – 56,16%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ - ვაჟა ბოლქვაძე – 37,56%, „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ ზაზა შაშიკაძე – 4,54%, „ახალი მემარჯვენეები“ – თემურ ქიძინიძე – 0,89%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ სიმონ გოგიტიძე - 0,5%, „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ იამზე ცენტერაძე - 0,34%.
შუახევის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“- მიხეილ მჟავანაძე – 59,63%, „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – ჯემალ ფუტკარაძე – 26,8%, „გიორგი თარგამაძე – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - ნუგზარ ფუტკარაძე - 7,46%, „ახალი მემარჯვენეები“ – იოსებ დავითაძე – 2,3%, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – თამარ მიქელაძე - 1,64%, „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ – შალვა ველიაძე – 1,35%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ – ოთარ ფუტკარაძე – 0,82%.
ქედის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, - ირაკლი ბარამიძე – 46,44%, „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება“, - ნოდარ ძნელაძე – 44%, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – ნადეჟდა ჯაბნიძე – 4,91%, „ახალი მემარჯვნეები“ – გელა გიორგაძე - 2,37%, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – ნაიმე ძნელაძე 1,07%, „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ რომან ბედინაძე - 0,22%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ - მურად ბერიძე – 1%.
რაც შეეხება ხულოს ოლქს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, - თემურ ბოლქვაძე – 60,89%, „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – ამირან მამულაძე 30,17%, „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“, - რობერტ ხოზრევანიძე, 4,83%, „ახალი მემარჯვნეები“, - ნანა ხალვაში – 1,56%, „შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია“ – ზაურ დეკანაძე - 1,34%, „კახა კუკავა თავისუფალი საქართველო“ – მურმან კოჩალიძე – 0,99%, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – თუნთუ კონცელიძე – 0,22%.