საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ამომრჩეველთა ლიგამ“ ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროა.
ეგზიტპოლის შედეგები დღეს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ წარადგინა.
გუნცაძის განცხადებით, შედეგების მიხედვით, ამომრჩევლის 70,24% მხარს საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“, 24, 66% კი, „ერთიან ნაციონალურ მოძღაობას“ უჭერს.
ხოლო ამომრჩევლის 1,45% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაში, დანარჩენი პარტიები კი, 5,9% აგროვებენ.
გუნცაძის თქმით, ეგზიტპოლების შემდეგ მონაცემებს დაახლოებით 11 საათისთვის მიაწვდის საზოგადოებას.