„ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილის შეფსაებით, კოალიცია „ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადება პროვოკაციაა, რომელიც ქვეყანაში დაძაბული გარემოს შექმნას ემსახურება.
როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ჯერ არჩევნები არ არის დასრულებული, ამიტომ ნებისმიერი მსგავსი სახის განცხადება სიმშვიდეს არ ემსახურება და დაძაბვის პროვოცორებას იწვევს.
„დავით საგანელიძე მიმართავს ამომრჩევლებს და მოუწოდებს, კიდევ ერთხელ შეწუხდნენ, მივიდნენ იმ უბნებთან, სადაც ხმა მისცენ და ცოცხალი ბარიერები გააკეთონ. მანამ, სანამ ხმის მიცემის პროცესი არ არის დასრულებული, ნებისმიერი ცოცხალი ჯაჭვებისა და ბარიერების მოწყობა პროვოკაციული ხასიათისაა და არ ემსახურება სიმშვიდის შენარჩუნებას. ასევე ეს არის ზეწოლა საარჩევნო ხმების დათვლის პროცესზე, რაც დიდი რისკებს შეიცავს და ქვეყანაში დაძაბული გარემოს შექმნას ემსახურება", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ადრე მსგავსი განცხადებები კოალიციის ლიდერების ზაქარია ქუცნაშვილისა და დავით უსუფაშვილის მხრიდან კეთდებოდა, ამას არასერიოზულად აღიქვამდენ, თუმცა დღეს „ქართულმა ოცნებამ" დაგვანახა, რომ მისი მხრიდან, პროვოკაციულ ქმედებებს უნდა ველოდეთ".