ლუკა კურტანიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ლუკა კურტანიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის, ლუკა კურტანიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად,  სასტიკად სცემეს  გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8-ე საარჩევნო უბანში მოხდა.

„ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.  რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით.