შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში ორი მოქალაქის - მამუკა ახალაიასა და გიორგი დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები ქუთაისში სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე გადაადგილდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოითხოვდნენ, რომ მათ ხმა „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არ მიეცათ.
მომხდართან დაკაავშირებით კი შსს-ს ცნობით, გამოძახებული იქნა პოლიცია.
„პოლიციამ მათ გაფრთხილება მისცა, თუმცა ახალაია და დალაქიშვილი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. ამჯერად მათ პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც მოხდა მათი დაკავება“, - ნათქვამია გაანცხადებაში.
მომხდარზე მამუკა ახალაიას და გიორგი დალაქიშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით წაუყენეს.