რამდენიმე წუთის წინ, კოალიციის მედია-ცენტრში „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა.
კოალიცია „ქართული ოცნების" ინფორმაციით, თბილისისა და მესტიის რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიცია და სპეცრაზმი შევიდა.
"ჩვენი ინფორმაციით, მესტიის ყველა საარჩევნო უბანზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ის ასევე შევიდა გლდანში, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე უბნებზე, ამავე რაიონის მე-2 მიკრორაიონში 173-ე სკოლაში, მე-3 მიკრორაიონის მე-40 უბანში და 160-ე და 167-ე სკოლებში. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, სპეცრაზმი შევიდა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პატიმრები ითხოვენ შველას. ამასთან, 10 შეიარაღებული სპეცრაზმელის შესვლის ფაქტი დაფიქსირდა ხაშურის 44-ე საარჩევნო უბანზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.