ბრიუს ბარსელო:   ჯერ ვერ ვიტყვი, ხორციელდებოდა თუ არა ამომრჩევლის არჩევანზე ზეწოლა

ბრიუს ბარსელო: ჯერ ვერ ვიტყვი, ხორციელდებოდა თუ არა ამომრჩევლის არჩევანზე ზეწოლა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ პარტნიორი უცხოური ორგანიზაციის Barcelo and Company-ის ხელმძღვანელის ბრიუს ბარსელოს განცხადებით, ეგზიტპოლის ჩატარების მიზანი, ადამიანის გამოძახილის და მისი გამოხატვის გაგებაა.

ბრიუს ბარსელოს თქმით, მისი კომპანია „ამომრჩეველთა ლიგასთან“ ერთად, ეგზიტპოლებს და ხმების პარალელურდ ათვლას აწარმოებს და აღნიშნავს, რომ ის ჯერ ვერიტყვის, ხდებოდა თუ არა ამომრჩველზე  ზეწოლის შემთხვევა.

„ჩვენი მიზანია სუფთა, ნათელი სურათი გამოჩნდეს, გამოჩნდეს ამომრჩევლის ფიქრები და ნააზრევი. ეს ზოგადად, ნებისმიერი გამოკითხვის მიზანია. ხშირად იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ჩამოყალიბების პროცესშია,  ხშირია ამომრჩევლის არჩევანზე ზეწოლის შემთხვევა. მე არ ვარ მზად ჯერ ვთქვა, ეს დღეს ხდებოდა თუ არა, თუმცა თუ კარგი ეგზიტპოლის სისტემა გაქვს,  ეს შეაფერხებს იმის მცდელობას, ვისაც გაყალბება სურს“, -განაცხადა ბრიუს ბარსელომ.

მისივე თქმით,  პირველი საათისთვის მათ ეგზიტპოლების შედეგების პირველი ნაწილი უკვე მიიღეს და აღნიშნავს, რომ ახლა ისინი ამ შედეგების დახარისხების და შემოწმების პროცესში არიან.