საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მათ ეგზიტპოლის შედეგები დაასახელეს კატეგორიულად უარყოფს.
„ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განცხადებით, „ამომრჩეველთა ლიგას“ არანაირი შედეგი არ გამოუცხადებია და მათ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები 20:00 საათზე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ეგზიტპოლის შედეგი იყო მოცემული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო.