"ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობების ინტენსივობას", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისარის უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონის პრეს-სპიკერმა მაია კოსოჩანისიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ეუთო და ODIHR აკვირდება.
„ჩვენ წინასწარ ანგარიშს ხვალ გამოვაქვეყნებთ, რის შემდეგაც უკვე გვექნება გარკვეული რეაქცია. ჩვენი მოლოდინი ამ არჩევნების მიმართ არის ძალიან მაღალი. ეს განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობების ინტენსივობას", - განაცხადა ეშტონის პრეს-სპიკერმა.