სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში 54-ე ოლქის 21-ე სარჩევნო უბანზე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და სამტრედიის დეპუტატი ავთანდილ სტურუა ადგილობრივ მოსახლეობას დაუპირისპირდნენ.
როგორც ვაარძელაშვილი აცხადებს, კოალიცია "ქართული ოცნების" არცერთი მაჟორიტარობის კანდიდატი მოგების ღირსი არაა და მათი მხარდამჭერები უნდა შეეჩვიონ იმ აზრს, რომ სამარცხვინოდ წააგებენ.
"შეეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ სამარცხვინოდ წააგებთ და გამარჯვების შანსი არ გაქვთ. ნუ მოდიხართ პროვოკაციაზე და გერჩივნოთ ჩვენთან ურთიერთობა დაათბოთ", - მიმართავდა ვარძელაშვილი კოალიციის მხარდამჭერებს.