აშშ-ს საელჩო : საზოგადოებას „ქართული ოცნების

აშშ-ს საელჩო : საზოგადოებას „ქართული ოცნების" დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ აფრთხილებს

აშშ-ს საელჩო საზოგადოებას „ქართული ოცნების" მიერ დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ გაფრთხილებას აძლევს.

ამის შესახებ აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის დემონსტრაციები, რომელიც დაგეგმილია, შესაძლოა მშვიდობიანი იყოს, მაგრამ გამორიცხული არ არის ძალადობრივი და არაპროგნოზირებადი გახდეს.

განცხადების თანახმად, „თავისუფლების მოედანზე" დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა, ასობით ათას ადამიანს შეადგენდეს. ამიტომ საელჩოს განცხადებით, შესაძლოა ამან აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელია მძიმე საცობები.

„საელჩო მოელის, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი დემონსტრაციები თბილისსა და მთელ საქართველოში გაგრძელდება. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დემონსტრაციათაგან რომელიმე ანტიამერიკული ან აშშ-ის საელჩოს საწინააღმდეგო იქნება. ის დემონსტრაციებიც კი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მშვიდობიანი იყოს, შესაძლოა გახდეს ძალადობრივი და არაპროგნოზირებადი.

თქვენ უნდა მოერიდოთ ამ ყველაფერს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. იყავით ფხიზლად, ყურადღება მიაქციეთ გარემოს და იმას, რას გადმოსცემს ადგილობრივი მედია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ს ინფორმაციით, განცხადებები შეიცავს რჩევას მოქალაქეებისადმი, თავი მოარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც დაგეგმილია თუნდაც მშვიდობიანი აქციები.