სასჯელაღსულების სამინსიტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსულების სამინსიტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნებთან დაკაშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, პატიმართა უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ.

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების იმ ნაწილის უმრავლესობამ, რომელთაც ქონდათ სათანადო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა განცხადება და სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც გადაიცემოდა სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიების მიერ, რისი მიზანიც ამომრჩეველი პატიმრებისათვის ოჯახის წევრების მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიწოდება გახლდათ. სწორედ აღნიშნული ღონისძიების შემდეგ პატიმართა ნაწილმა შეძლო საკუთარი აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზება.

ამავდროულად ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში არეულობის, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და გლდანის #8 დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა და დაწესებულებები საქმიანობენ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით.

მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელება განაპირობებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას და ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნას დაძაბულობის შესაქმნელად, რაც ბუნებრივია არც პატიმართა და მათ ახლობელთა და არც სამინისტროს ინტერესში არ შედის.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს პირველ რიგში ზიანს აყენებს პატიმრებს და იწვევს მათი ოჯახის წევრების სრულიად უსაფუძვლო მღელვარებას.“