ეკა აზარაშვილი - საარჩევნო ბიულეტენების და ამომრჩეველთა რაოდენობრივი განსხვავება ჩვეულებრივი მოვლენაა

ეკა აზარაშვილი - საარჩევნო ბიულეტენების და ამომრჩეველთა რაოდენობრივი განსხვავება ჩვეულებრივი მოვლენაა

ცესკო ჩვეულებრივ ფაქტს უწოდებს მედიასაშუალებებით გავრცელებულ  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების რაოდენობა დაფიქსირებული ამომრჩევლის რაოდენობაზე ნაკლებია ჩვეულებრივი მოვლენაა“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიულეტენების რაოდენობა არ უნდა იყოს იმდენი, რამდენიც ამომრჩეველია, რადგან სიის მიხედვით დაფიქსირებული ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი უცხოეთში იმყოფება, ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სამხედრო ნაწილებში.

აზარაშვილის განმარტებით, სულ დაბეჭდილია 3 329 350 ბილუეტენი პროპორციული წესით ხმის მისაცემად და ამდენივე მაჟორიტარულით. რაც შეეხება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ცესკო-ს მონაცემებით, სულ რესგისტრირებულია 3 613 851 ამომრჩეველი.

აქედან, აზარაშვილის თქმით, 43 600 ამომრჩეველი უცხოეთში არის რეგისტრირებული, ხოლო დაახლოებით 53 ათასი ე.წ სპეციალურ უბნებზე.