„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ არჩვნების პროცესში არსებული დარღვევების პირველი შედეგები წარმოადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ არჩვნების პროცესში არსებული დარღვევების პირველი შედეგები წარმოადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართელომ“ საპარლამენტო არჩევნების პროცესში დარღვეული ფაქტების პირველი შედეგები წარმოადგინა.

როგორც დღეს გამართულ პირველ ბრიფინგზე ეკა გიგაურმა განაცხადა, მათი დამკვირვებლების მიმართ საარჩევნო უბნებში მყოფი კოორდინატორები გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით, ამიტომ მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„როგორც კი ჩვენი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებში შედიან, მათ მაშინვე ეკითხებიან რომელ მხარეს წარმოადგენენ, ვის ინტერესებს იცავენ და აგერსიულობას იჩენენ, რაც ვფიქრობთ არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენც დაძაბულ ვითარებაში ვმუშაობთ. ამიტომ მოვუწოდებ ყველას სიმშვიდე შეინარჩუნონ, რათა არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა გიგაურმა.

მან დღესვე კონკრეტულად ის ფაქტები წარმოადგინა, რომელიც არჩევნების პროცესში დაფიქსირდა. მათ შორის, ფაქტი, როცა საქართველოს მაშტაბით ზუსტად 20 უბანზე იმაზე ნაკლები ბიულეტენი და კონვერტი შეიტანეს, ვიდრე დარეგისტრირებული ამომრჩეველია. ასევე 52-ე უბანზე გამოვლინდა ე.წ. მარაოს შემთხვევა.

„ამ უბანზე გიორგი ჯიქიამ შეიტანა ბიულეტენი, ჩააგდო ყუთში, საკუთარი ბიულეტენი კი გარეთ გაიტანა. ეს ე.წ. მარაოს შემთხვევაა და ჩვენ ვითოვთ შესაბამისი ორგანოების რეაგირებას. ასევე ჩხოროწყუში ერთ ერთ უბანზე გამოვლინდა როცა პიროვნებას სამკერდე ნიშანი არ ქონდა, მაგრამ კომისიის წევრებსა და რეგისტაციტორებს გარკვეულ  ინსტრუქციებს აძლევდა. ასევე, ახალქალაქის მე-19 უბანზე 10-მა ადამიანმა ხმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცა“, - განაცხადა გიგაურმა.

„საერთაშრისო გაჭვირვალობა-საქართველო“ 73 საარჩევნო ოლქიდან 63 ოლქს აკვირდება. გიგაურის ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქებში ორგანიზაციას სულ 420 დამკვირვებელი ჰყავს, აქედან 56 დამკვირვებელი არის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის ლატვიდან, ლიტვიდან ესტონდეთიდან, პორტუგალიიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ორგანიზაციის 300 დამკვირვებელი საარჩევნო პროცესებს მთელი დღის განმავლობაში აკვირდება, ასევე მუშაობს 32 მობილური ჯგუფი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ შედეგებს 14:00 საათზე დაგეგემილ ბრიფინგზე, შემდეგ კი 22:30 საათზე წარმოადგენს.