კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია N 70-ე საოლქო კომისიაში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზები აღმოაჩინა.
აღნიშნულ უბანზე სტენდზე გამოკრულ სიაში, რეგისტრირებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებში ეკა ბესელიას კანდიდატურა არ აღმოჩნდა.
კომისიის წევრების განმარტებით, ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზით არის გამოწვეული, რაც გამოსწორდება.
ბესელია კი აცხადებს, რომ ტექნიკურად თითქმის ყველა უბანი გაუმართავია - არ არის ქსეროქსის აპარატები, ტელეფონები და სხვა აღჭურვილობები. მისი თქმით, 1 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ამიტომ აცხადებს, რომ არავინ არ უნდა მისცეს თავს უფლება გაყალბებაში მიიღოს მონაწილეობა.
„ჩვენთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს თითოეული ხმის დაცვას. მე იმედი მაქვს, რომ საოლქო კომისიის წევრები აღმოჩნდებიან მოწოდების სიმაღლეზე, კანონის ყველა ნორმას დაიცავენ და კანონის ფარგლებში ჩატარდება არჩევნები“, - აღნიშნა ბესელიამ.