სავაჭრო ცენტრ „კიდობანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსებით საკვები მიიტანეს. საკვებს პოლიეთილენის პარკებში ახარისხებენ, რომელიც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მისული მხარდამჭერებისთვისაა განკუთვნილი.
„ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს პირმა, რომელიც საკვებს ახარისხებდა, საკუთარი ვინაობა არ გაამხილა და აგრესიულად მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება იმ მიზეზით, რომ ეს ტერიტორია მისი საკუთრებაა, საკვები კი ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა განკუთვნილი.