Forsa-ს კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე ვის მისცემდით ხმას საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს, 23% ვანო მერაბიშვილს, ხოლო 25%-მა არ იცის, ან კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს.
რაც შეეხება, კონკრეტულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შორის ჭიდილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის 78% მხარს ვანო მერაბიშვილს, 17 % კი ბიძინა ივანიშვილს უჭერს. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველის 90% მხარს ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 6 % ვანო მერაბიშვილს უჭერს.
Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია, მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1943 რესპოდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარადგინა.