Forsa: პოლიტიკურ არენაზე „ქართული ოცნების“  გამოჩენას გამოკითხულთა 77% დადებითად აფასებს

Forsa: პოლიტიკურ არენაზე „ქართული ოცნების“ გამოჩენას გამოკითხულთა 77% დადებითად აფასებს

Forsa-ს  კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას, გამოკითხულთა 77% დადებითად და 14 % უარყოფითად  აფასებს, ხოლო 9%-მა  არ იცის, ან კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს. ამავე კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, - თუკი „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში და უმრავლესობით მოვა პარლამეტში, იმოქმედებს თუ, არა ეს დადებითად ქვეყნის მომავალზე, კითხვის შესაბამისად შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ დადებითად იმოქმედებს,  14% მიიჩნევს, რომ უარყოფითად, ხოლო 22% - მა არ იცის, ან კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს.

 Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია, მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1943 რესპოდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით.  კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარმოადგინა.