კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის კმაყოფილია წინასაარჩევნოდ ჩატარებული კამპანიით, რომელმაც დაადგინა რომ კარგი ანალიზის უნარი მქონია.
„რა თქმა უნდა ყველა რეგიონში ჩასვლა ვერ მოვახერხე, დარჩა ზოგიერთი ქალაქებიც. მაგალითად, სამეგრელოში ყველგან არ ვყოფილვარ, ჩხოროწყუში ვერ მოვახერხე ჩასვლა, მაგრამ მე მათ პირობა მივეცი, რომ როგორც კი გავიმარჯვებთ, პირველ რიგში მათთან ჩავალ. ადიგენშიც ვერ მოვახერხე ჩასვლა.
საქართველოში საერთო მდგომარეობა ძალიან კარგია. დასაწყისში რასაც ვპირდებოდი საქართველოს მოსახლეობას, დაინახა, რომ მე კარგი ანალიზის უნარი მქონია, როგორც ვხედავდი ისე წავიდა ჩვენი საარჩევნო კამპანია და მე კმაყოფილი ვარ“,-აცხადებს ივანიშვილი