კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ბეჟუაშვილებთან შეკრული ნამდვილად არ არის, ბეჟუაშვილების დრო საქართველოში დამთავრდა.
„ბეჟუაშვილი ბიზნესმენობს, მაგრამ რას წარმოადგენს, ჩვენ ყველამ ვიცით. ის არ არის დამოუკიდებელი ბიზნესმენი, ის მონოპოლისტია და ის ხელისუფლებისადმი ლოიალურადაა განწყობილი და კარგად ვიცით, რომ ის თავისი ნებით არ იყრის კენჭს. კიდევ არის ერთი ბიზნესმენი, გვარს ვერ ვიხსენებ, ნახალოვკაში იყრის კენჭს, რომელიც ასევე აცხადებს რომ ჩვენ ბიზნესმენები ვართ და ჩვენ მოლაპარაკებაში ვართ კოალიციასთან. რა თქმა უნდა ეს არის ტყუილი.
მე მინდა მივმართო თეთრიწყაროს მოსახლეობას, თქვენ გყავთ ძალიან ღირსეული კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე და დაუჭირეთ მას მხარი“,-აცხადებს ივანიშვილი.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, ბუნებრივია კოალიცია არ არის არც ბეჟუაშვილებთან და არც სხვა მონოპოლისტ ბიზნესმენებთან შეკრული და ბეჟუაშვილები პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ.
„რაც შეეხება ბეჟუაშვილს, მგონი ერთხელ მყავს ნანახი და ხელიც ჩამორთმეული მაქვს. ბეჟუაშვილების დრო დამთავრდა, ისინი პოლიტიკიდანაც და ბიზნესიდანაც უნდა წავიდნენ“,-უპასუხა ივანიშვილმა თეთრიწყაროს მცხოვრების შეკითხვას მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში.