სააკაშვილი როგორც საბავშვო ბაღის ბავშვები, ისე ექცევა ქვეყანას. რაღაც თამაშობანას ეწევა ჩვენს სამშობლოსთან" - ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა "მე-9 არხზე", გადაცემაში "ხაზზეა საქართველო" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი „მენეჯმენტის აზრზე არ არის“, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და სწორედ ამით მთელი ქვეყანა დაანგრია.
„მე ძალიან კარგად ვიცი რა არის მენეჯმენტი. ჩემი წარმატების ძირითადი საწინდარი წარსულში, ჩემს ბიზნესში, არის ის, რომ ძალიან კარგად ვიცი კადრების შერჩევა და ძალიან კარგად ვიცი, როგორ მივიღო გადაწყვეტილება. ის, ვინც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს, თქვენ უკვე გყავთ ეგეთი კაცი, რომელიც არავის არაფერს ეკითხება და მთელი ქვეყანა დაანგრია. ეს გახლავთ სააკაშვილი. ის აზრზე არ არის მართვის, აზრზე არ არის მენეჯმენტის. -განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მის გუნდს ქვეყნის მმართველობის სრულიად განსხავებული ფორმა ექნება.
„კოალიციაში გადაწვეტილების მიღება კონსენსუსის, კამათის და მსჯელობის საფუძველზე ხდება, სადაც ჯანსაღი აზრი იმარჯვებს.“, - აღნიშნა მან.