მერილ სტრიპს ტომი ლი ჯონსის ფილმში გადაიღებენ, ფილმის სახელწოდებაა -„The Homesman“. მასში მოქმედება ველურ დასავლეთში ვითარდება. ფიილმის მთავარი გმირები არიან, სამი გიჟი ქალბატონის თანმხლები, კოლონისტები, რომლებიც აიოვაში მიემგზავრებიან. ერთ-ერთი კოლონისტის როლს თავად ჯონსი შეასრულებს, მისი პარტნიორის როლზე კი ჰილარი სუონკი მოიაზრება. ინფორამცია იმის შესახებ, კონკრეტულად ვისი როლი ექნება მერილს ჯერჯერობით უცნობია.
ტომი ლი ჯონსი არ მხოლოდ ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელია, არამედ ის ფილმის სცენარისტად და პროექტის პროდიუსერადაც გვევლინება.
მერილ სტრიპი ადრე უკვე თაბანშრომლობდა ტომი ლი ჯონსთან. 2006 წელს, ორივე ერთად თამაშობდა რობერტ ოლტმენის ფილმში „კომპანიონები.“ გარდა ამისა, სტრიპი და ჯონსი ასეულებდნენ მთავარ როლს დევიდ ფრენკელის კომედიურ დრამაში „Great Hope Springs“ რომელიც ეკრანებზე 2012 წლის აგვისტოში გამოჩნდა.
სიუჟეტის მიხედვით, ფილმის გმირები 30 წლის დაქორწინებული ცოლ-ქმარია. განვლილი წლების მანძილზე მათ ერთმანეთი მობეზრდათ და დასახმარებლად ფსიქოთერაპევტს მიმართეს. ფსიქოლოგის როლს ფილმში სტივ კერელი ასრულებს.