შსს-ს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი მალხაზ ხულორდავა დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, მალხაზ ხულორდავა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების კოლონას შეუერთდა და მათი მხარდაჭერის ნიშნად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ ისროლა.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ხულორდავა გაექცა, რის შემდეგაც მასზე დევნა განხორციელდა.
ხულორდავას დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა მისი ბინა გაჩხრიკეს. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (AKC) და ტყვიები.
ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.