ხანგძლივი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვიდა ჯოან როულინგის პირველი არასაბავშვო რომანი. შეგახსენებთ როულინგი „ჰარი პოტერის“ ცნობილი წიგნების სერიის ავტორია, მის ბოლო ნამუშევარი რადიკალურად განსხვავებულია და დრამატიზმსა და სახელმწიფოებრივ საიდუმლოებებს აერთიანებს. წიგნის სახელწოდებაა „შემთხვევითი ვაკანსია“ (The Casual Vacancy). მისი გამოქვეყნება წლის დასაწყისში იგეგმებოდა, შემდეგ თებერვლიდან აპრილამდე გადმოიწია, წინასწარი რელიზი ივლისის თვეში შედგა. მას მერე ლიტერატურის კრიტიკოსებმა რეცენზიების გამოქვეყნებაც დაიწყეს აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად დაუჯერებელი ეჩვენებოდათ წიგნი, რომელიც არ წაუკითხავთ.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ წიგნი აუცილებლად გახდება „წლის ბესტცელერი“. შეგახსებებთ, 1997-2007 წლებში, მსოფლიო მასშტაბით ჰარი პოტერზე დაწერილი რომანების 450 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო „ჰარი პოტერის“ მიხედვით გადაღებული ფილმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როულინგი პირველი მწერალია, რომელიც საკუთარმა შემოქმედებამ მილიარდერი გახადა.
2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი). 2007 წლის „სანდი თაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი გახდა შესანიშნავი ქველმოქმედი, ის გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ ე.წ „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა.
წიგნების სერიათა სრული 4,195 გვერდი მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზეა ნათარგმნი.