გოგა ხაინდრავას დაკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უკვე განახლდა.
პოლიციის შენობაში შესვალმდე როგორც ხანდრავამ განაცხადა, დღეს არა ხელახალი დაკითხვა, არამედ პირველი დაკითხვის გაგრძელებაა. მისი თქმით, გამოძიებას ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი უკვე გასცა, თუმცა დაკითხვაზე მაინც დაიბარეს.
„ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პოლიტიკური დევნის საფუძველზე და ვიდეომასალები, რომლებიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, ფაბრიკაციას წარმოადგენს“, - განაცხადა მან.
ხაინდრვამა აღნიშნა, რომ თავისი მოთხოვნები უკვე გააცნო ფრანგულ მხარეს და იმედი აქვს, რომ დარჩენილ უმარავ შეკითხვაზე ფრანგული ჟანდარმერია და ოფიციალური უწყებები უპასუხებენ.
"ვაცხადებ აბსოლუტურ პროტესტს, აღვძრავ სისხლის სამართლის საქმეს, საქართველოს პრეზიდენტის, პროკურორს, შს მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, ვინაიდან ჩემს წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური დევნა და ამის საფუძვლად გამოყენებულია ფრანგული ჟანდარმერიის ვიდეო“, - დასძინა მან.