ანტალიის პოლიციამ 90 არალეგალი ქართველი დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, არალეგალების უმრავლესობა ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჩავიდა, თუმცა ისინი ანტალიის ერთ-ერთ სათბურში იყვნენ დასაქმებულები. დაკავებულთაგან 48 ქალია.
ანტალიის პოლიციამ სათბურის მეპატრონის წინააღმდე საქმე აღძრა. დაკავებული ქართველები კი სამშობლოში დააბრუნეს.