ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ კიმერონმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სირიაში ბაშარ ასდის „სისხლიანი დანაშაული“ შეაჩერონ.
„სირიის მომავალი-ეს ასადის გარეშე მომავალია“,-განაცხადა კემერონმა და რუსეთი და ჩინეთი სირიელი ბავშვების ტანჯვაში დაადანაშაულა. „მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს დანაშაულება შეეჩერებინათ, ზოგჯერ კი ასადის შექმნილ ტერორისტულ რეჟიმს იცავდნენ და ეხმარებოდნენ კიდეც“,-განაცხადა დევიდ კემერონმა.