„იმ ხალხისთვის ვისაც საქართველოს უკან დაბრუნება სურს, ქუთაისის, ასევე ფოთის მშენებარე აეროპორტი, ახალი კურორტები, ახალი ქუთაისი სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეა“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი იქნება.
მისივე თქმით, ამ ხალხის მთავარი ლოზუნგია, რომ პარლამენტი ქუთაისში არ უნდა გადავიდეს. პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, პარლამენტი უკვე არის ქუთაისში და ისე გაიხსნება, როგორც დაგეგმილია
პრეზიდენტის თქმით, ქუთაისის აეროპორტი დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლი სახელს ატარებს, რაც სიმბოლურია.
„ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავით აღმაშენებელმა შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენ ვაგრძელებთ, არამედ იმიტომაც, რომ თვითონ სახელში -აღმაშენებელი - დევს ამ დიდი მეფის და მთლიანად ქართველი ერის მთავარი მრწამსი - მუდმივად ვითარდებოდე, აშენებდე, ერთი ხელით იბრძოდე და მეორეთი აშენებდე“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე ხელახლა აშენებს ქუთაისს, რაც არა „ვიღაცეების ახირება“, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„ქუთაისის გარშემო შენდება წყალტუბო, საირმე, ბალნეოლოგიური კურორტები ვანსა და სამტრედიაში, ვაკეთებთ ვანის უნიკალურ ისტორიულ მუზეუმს, ვავითარებთ სარკინიგზო სამმათველოს სატრედიაში, ვაშენეთ ძალიან დიდ ტურისტულ ცენტს ხონში, გავაკეთეთ პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეებს, ასევე ახლიდან გავაკეთეთ ქუთასის ცენტრი“-განაცხადა სააკაშვილმა.