პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა. ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის სოციალური განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ნათია აფაქიძემ ნებაყოფლობით დატოვა სამსახური.
მისი განმარტებით, მას სახელმწიფო სამსახურში დარჩენის მორალური უფლება არ გააჩნია.
„მე არ მაქვს მორალური უფლება პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, მუშაობა გააგრძელოს ხელისუფლებაში, რომელიც არაადამიანურად ექცევა თანამოქალაქეებს და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს“,-აცხადებს აფაქიძე.