სპორტსმენთა კიდევ ერთი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

სპორტსმენთა კიდევ ერთი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სპორტსმენთა კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა. კოალიციას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა რამაზ ფალიანმა, ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ბადრი ხასაიამ, ევროპის ჩემპიონმა გიორგი ჯობავამ, საქართველოს ჩემპიონმა მამუკა მაღრაძემ მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისა და ქართული სპორტის აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდიან.

როგორც სპორტსმენები აცხადებენ, მათ აწუხებთ ქვეყნის ბედი და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს კოალიციის რიგებს შეუერთდნენ.

ბადრი ხასაიას თქმით, ისინი შეძრწუნებულები არიან მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული იმ კადრებით,  სადაც პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული და აღნიშნა, რომ თავი  ვალდებულად ჩავთვალეს განზე არ გამდგარიყვნენ და შორიდან ეყურებინათ ამ სამარცხვინო უსამართლობისთვის.

„გამომდინარე დღევანდელი ვითარებიდან, გამომდინარე იმ უსამართლობიდან, რაც ქვეყანაში ხდება, არ არის სიტყვის თავისუგფლება. ადამიანი ისჯება თავისი აზრის გამოხატვის გამო და ა.შ. გადავწყვიტეთ დავდგეთ იქ, სადაც ქართველი ერი დგას და შევუერთდეთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ხასაიამ.