სამართალდამცველების მიერ პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული კიდევ 4 პირია დაკავებული.
ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სულ 16 პირია დაკავებული.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინრე გამოძიების ფარგლებში, დღეს გამთენიისას დაკავებული არიან პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი. ესენი არიან, ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია და ამავე საპყრობილეში მორიგე ინსპექტორები - ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე. აღნიშნული პირები დანაშაულს ქუთაისის მე-16 საპყრობილის ტერიტორიაზე ჩადიოდნენ", - განაცხადა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ გამოძიება გრძელდება.