ფილარმონიისთან პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გასაპროტესტებლად სამოქალაქო სექტორისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია დღეს, 17:00 საათზე კვლავ განახლდება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ლექსო კობაიძის განაცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა - გადაგეს აღმასრულებელი ხელისუფლება, უცვლელი რჩება.
მისი თქმით, გარდა ამისა ისინი აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგი დაუყონებლივ აღდგომას მოითხოვენ.
„ამასთან, პატიმრობიდან დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი გაანთავისუფლონ. აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება", - განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, აღნიშნული მოთხოვნებით აქცია უკვე მეცხრე დღეა, მიმდინარეობს.