კიევი-ქუთაისის პირველი რეისი განხორციელდა

კიევი-ქუთაისის პირველი რეისი განხორციელდა

ავიაკომპანია Wizz Air-მა კიევი-ქუთაისის პირველი რეისი განახორციელა. airbus a-320-ის ტიპის თვითმფრინავი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა,  რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

რეისს სიმბოლურად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია  ჩამოჰყვა.

airbus a-320-ის ტიპის თვითმფრინავმა 170 მგზავრი ჩამოიყვანა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ,  2013 წლიდან კიევი-ქუთაისის რეისი რეგულარულად შესრულდება.

ქუთაისის აეროპორტში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ქობალაის განცხადებით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ევროპის მიმართულებით იაფად იმგზავრონ.

„დღეს არის საუბარი, რომ ქუთაისი გახდება რეგიონის ჰაბი. ფრენებს, რომელსაც Wizz Air Ucraina ახორციელებს, ბილეთები უკვე ორი თვით ადრე იყო გაყიდული.“, - განაცახდა ქობალიამ და აღნშნა, რომ, რაც შეეხება ბილეთს, 20 ვეროდან 30 ევრომდე ეღირება.