ჯვართამაღლების დღესასწაულზე მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლები დღეს სპორტის სასახლიდან ფეხით მსვლელობას მოაწყობენ. მსვლელობის მიზანი პატიმართა მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.
ორგანიზატორების განმარტებით, ისინი მეტეხის ხიდის მიმართულებით წავლენ და მსვლელობა სწორედ ხიდთანვე დასრულდება.
ცნობისთვის, მოძრაობის წევრებმა ანალოგიური მსვლელობა 25 სექტემბერს სპორტის სასახლიდან სიონის საკათედრო ტაძრის მიმართულებით მოაწყვეს.