დღეს თბილისის კურთხევა იგეგმება

დღეს თბილისის კურთხევა იგეგმება

დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით  თბილისის კურთხევა  იგეგმება.  ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„27 სექტემბერს,  ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგეგმება თბილისის კურთხევა. ლოცვით, ნაკურთხი წლის სხურებითა და ჯვარ-ხატებით მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილებით დაიწყება ოთხი მიმართულებიდან: ვაკიდან (საბურთალოს პანთეონი,  ამაღლების ტაძრიდან), ვაჟა-ფშაველადან (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან), კინოთეატრ „საქართველოდან“  (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან) და ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან (ქინძმარაულის ქ.).

სამი მხრიდან (ვაკე,  საბურთალო, დიდუბე) შეკრების ადგილი არის გმირთა მოედანი, სადაც ხალხი თავს მოიყრის 16.00 საათზე და შემდეგ გაემართება მეტეხის ხიდისკენ,-  ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე. აქ 18 საათზე მსვლელობას შეუერთდება მეოთხე ნაკადი და შესრულდება საზეიმო პარაკლისი.

დედაქალაქის კურთხევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს“, - ნათქვამია განცხადებაში.