"მის საქართველო 2012“-ის ტიტული მფლობელი თამარ შედანია გახდა. ის უკვე წარმატებული და გამოცდილი მოდელია, მოღვაწეობდა უცხოეთში. წარმატება, სამოდელო სამყაროში, Elite Model Look - Georgia -ში გამარჯვებამ მოუტანა. ამ კონკურსის შემდეგ თამთა პარიზში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მან სამოდელო კარიერა, ჰონგ კონგში გააგრძელა. მომავალ წელს, თამთა შედანია საქართველოს „მის მსოფლიოსა“ და სხვა მნიშვნელოვან კონურსებზე წარადგენს.
"მის საქართველო 2012" წლის დაჯილდოების ცერემონია 24 სექტემბერს ახალციხეში, რაბათის განახლებულ კომპლექსში გაიმართა, მისი ოფიციალური ჩვენება ტელეეთერით გუშინ შედგა. „მის საქართველო 2012“ საიუბილეო - იმიჯ ცენტრის მიერ ორგანიზებული რიგით მე-10 კონკურსი იყო.
ვიცე მისი ლიკა მეტრეველი გახდა, მესამე ადგილი კი ნინო მახარაძემ აიღო.