ამომრჩეველთა ლიგის ერთ ერთი ლიდერის, გოგა ხანიდრავა მორიგი, მეორე დაკითხვა დღეს მოხდება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული მასალების საფუძველზეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.
„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაინდრავა პოლიციამ პირველად გუშინ, 25 სექტემბერს დაკითხა. პროცესი დაახლოებით 3 საათი გრძელდებოდა.
საქართველოს პროკურატურამ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჟანდარმერიისგან მიღებული მასალა გაავრცელა.
მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა.