როგორც from.ge-სთვის გახდა ცნობილი, ხელისუფლებამ საზოგადოება შეცდომაში შეგნებულად შეიყვანა - ანუ, იმ ფოტოების ნაწილი, რომელიც სამართალდამცველებმა 25 სექტემბერს გაავრცელეს და საზოგადოებას შეასაღეს, როგორც საფრანგეთში გადაღებული ფოტოები, რომელზეც “კანონიერი ქურდები“ არიან ასახულნი, სინამდვილეში საფრანგეთში გადაღებული არ არის.
from.ge-ს ინფორმაციით, ფოტოების ნაწილი სამართალდამცველებმა ახლახანს, თბილისში, ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ მათზე ასახული “კანონიერი ქურდები“ საფრანგეთში საერთოდ არ არიან ნამყოფი.