ვალერიან შიუკაშვილი:

ვალერიან შიუკაშვილი: "ჩემი დაკვრა ახლა დანაშაულია"

ქართველი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის განცხადებით, "პატიმრების წამების კადრების ნახვის შემდეგ ხელები აღარ მემორჩილება და მიმაჩნია, რომ ჩემი დაკვრა ახლა დანაშაულია".

ასე გამოეხმაურა ცნობილი ქართველი პიანისტი მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეომასალას, რომელიც ქართულ ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებს ასახავს.

"მიუხედავად არაერთგზის შემოთავაზებისა, მე არ მინდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება. ჩემი ოცნებაა, ცხოვრება ისეთ საქართველოში, სადაც ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანი იქნება, სადაც მათი ღირსება და უფლებები იქნება დაცული. შოკირებული ვარ და არ მყოფნის სიტყვები ჩემი უკიდურესი აღშფოთების გამოსახატავად. იმ კადრების ნახვის შემდეგ ხელები აღარ მემორჩილება. მიმაჩნია, რომ ჩემი დაკვრა ახლა დანაშაულია. ვოცნებობ ისეთ დღეზე, როცა ყველა ქართველის სახეს ღიმილი დაუბრუნდება, ყოველი ქართველის ოჯახში ბედნიერება დაისადგურებს და მეც დიდი სიხარულით დაუღლელად დავუკრავ თქვენთვის, თქვენი დაკვეთით, თქვენი სიამოვნებისთვის. უფალმა ინებოს, ახდეს ჩემი  ოცნება", - განაცხადა შიუკაშვილმა.