სანაპიროზე საპატრიარქოს ცენტრალური შესასვლელიდან დაახლოებით 5 მეტრში ამ წუთებში შავი ფერის ჯიპი დგას, ნომრით sus 109.
აღნიშნულ ავტომობილში სამი ავტომატიანი ახალგაზრდა ზის, რომელთაც გვერდით ბრონის ჟილეტები უდევთ, თუმცა არ აცვიათ.
ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია თუ ვინ იყვნენ ისინი და რატომ იყვნენ საპატრიარქოსთან მობილიზებულები, რაზეც ახალგაზრდებმა ღიმილით უპასუხეს, რომ ისინი პატრიარქს იცავდნენ.
„დაცვას ვაძლიერებთ პატრიარქის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადეს მათ.
ამის შემდეგ ჩვენი კორესპონდენტი საპატრიარქოს დაცვას გაესაუბრა და მათთან შეეცადა გაერკვია, თუ რატომ გახდა აუცილებელი პატრიარქისთვის დაცვის გაძლიერება.
დაცვის წევრებმა კი განაცხადეს, რომ რეალურად ეს ბიჭები მტკვრის მეორე სანაპიროზე ავლაბრის რეზიდენციაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და მას იცავენ.