„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ინგა გრიგოლია მათი გუნდის წევრად რჩება და ბრძოლას ისევ ერთად გააგრძელებენ.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა გრიგოლია გლდანში „ქდმ“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი, ვეფხვაძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გადახედვის რეჟიმშია.
„ინგა პარტიის, საკრებულოს და ჩვენი გუნდის წევრად რჩება. ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების შეცვლა, ჩემი აზრით, კიდევ არასერიოზული იქნება. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ინგამ ერთი- ორი დღე შესვენება მოითხოვა. მან ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ცხელ გულზე მიიღო გადაწყვეტილება. დამშვიდდება, უახლოეს მომავალში დავსხდებით, ამ საკითხზე დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხდა ვეფხვაძემ და აქვე დასძინა, რომ გრიგოლია იქნება, თუ არა გლდანში „ქდმ“ -ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამას, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
„მთავარია, ის ჩვენი გუნდის წევრია და ბრძოლას ერთად ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვეფხვაძემ.