ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკშვილს მშვიდობიან რევოლუციას შეჰპირდა. ეს განცხადება ნათელაშვილმა სპორტის სასახლეში გამართულ „მომავლის ყრილობაზე“ გააკეთა. იგი სააკაშვილს პარლამენტში მოსვლისთანავე იმპიჩმენტს შეჰპირდა და განაცხადა, რომ მზად არის ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
„არსებობს ასეთი ცნება-საექიმო შეცდომა, რომელიც არის უპატიებელი ანუ მოსდევს მას პაციენტის დაღუპვა.ასევეა პოლიტიკური შეცდომა, რომელსაც ქვეყნის დაღუპვა მოსდევს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაპატიოთ ქვეყნის დაღუპვა იმ დამნაშავეებს, ვინც ედგა სათავეში ამ პროცესს”,-განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა ასევე გააკრიტიკა კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მასაც შეჰპირდა, რომ გამოიძიებს მის კორუფციულ-ფინანსური თანამშრომლობის გეგმებს და მისგან გამომდინარე ხალხისათვის მიყენებულ ზიანს. ნათელაშვილი სტუდენტებს, ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს სწავლის გაგრძელებას სახელმწიფო ხარჯებით შეჰპირდა, პენსიონერებს პენსიის გაზრდას, შეჰპირდა,მილიონერებისთვის კი 75%-იანი საგადასახადო რეჟიმის დაწესების პირობა დადო. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველო უარს იტყვის ყველა საერთაშორისო სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე და ეს პირველ რიგში ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ეხება, მან აღნიშნა რომ ჯარებს ავღანეთიდან აუცილებლად გამოიყვანს და რუსებთან ურთიერთობების მოწესრიგებას და ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს.