საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაერო-ში გამოსვლისას ისე არ ნერვიულობს, როგორც გორის ისტორიულ მოედანზე საუბრისას. ამის შესახებ მან გორის ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით ეს იმიტომ, რომ ეს არის მოედანი, სადაც ხალხი დაგვიხოცეს, რომელიც მსოფლიომ განადგურებით სისხლით და საზიზღრობით გაიცნო და სადაც მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის წერტილის დასმას ცდილობდა.
„საქართველო გამოცოცხლდა, წამოდგა ფეხზე და გააგრძელებს წინსვლას უკეთესი მომავლისკენ. ხელისუფლება კი არ დაუშვებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობა შეჩერდეს“, - განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება გორის ევროპის ერთ-ერთ მთავარ ტურისტული ცენტრად ქცევას ვაპირებთ. ამიტომ სააკაშვილის თქმით, იმის გამო, რომ „რამდენიმე ნაძირალა და სადისტი დანაშაულს სჩადიოდა და საქართველოს მომავლის გადაწყვეტა რამდენიმე ქურდების "სხადნიაკსა" და "აბშიაკს" უნდა, საზოგადოებას ნდობა არ უნდა გადაეწუროს.
„ხალხს იმედი გაუჩნდა, პატარა ბიზნესებს ხსნიან და სწორედ ამ დროს გვეუბნებიან, ყველაფერს ხაზი გადავუსვათ იმის გამო, რასაც რამდენიმე ნაძირალა და სადისტი სჩადიოდა. თურმე ამიტომ საქართველოს აღარ ჰქონდეს ხვალინდელი დღე და ქვეყნის მომავალი "ქურდების სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ უნდა გადაწყდეს. მინდა გკითხოთ, არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო 8 წლის წინ და თუ არის, მაშინ ნურავის მისცემთ საშუალებას, საქართველო დააბრუნოს უკან", - განაცხადა პრეზიდენტმა