სტუდენტები და სპორტსმენები კანცელარიასთან იმყოფებიან

სტუდენტები და სპორტსმენები კანცელარიასთან იმყოფებიან

სტუდენტები და სპორტსმენები უკვე  კანცელარიასთან მივიდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი კანცელარიასთან კონკრეტულ მოთხოვნებს გააჟღერებენ. ისინი მოითხოვენ, მთავრობამ უზრუნველყოს,  რომ არ გაყალბდეს არჩევნები და ხელისუფლებამ პასუხიმგებლობა აიღოს იმ ძალადობაზე, რაც პენიტენციურ სისტემაში ხდება.

ცნობილია, რომ სტუდენტებს გამზადებული აქვთ  განცხადება, რომელიც,  როგორც თავად ამბობენ,  არის აპოლიტიკური შინაარსის და ტექსტი შედგება მათი მოთხოვნებისგან.

ისინი ამ გაცხადებას  კანცელარიაში შეიტანენ.

აქციის მონაწილეების კანცელარიასთან მსვლელობით მივიდნენ.  აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.