"ბატონო პრეზიდენტო, როცა თქვენ აცხადებთ, რომ თქვენ არ იცოდით რა ხდებოდა აქ, თქვენს ქვეყანაში, მაშინ რატომ ხართ ქვეყნის პრეზიდენტი?!", - ამ შეკითხვით მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა გუშინ ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იცის და აკონტროლებს, თუ როგორი ტანსაცმელი აცვიათ მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" მსახიობებს, რატომ არ გააკონტროლა წლების განმავლობაში ომბუდსმენის ანგარიშები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ციხეებში.
ბადურაშვილმა სააკაშვილს აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ კიდევ ერთხელ წაკითხვაც ურჩია.
„კარგი იქნება ერთხელ კიდევ თუ გადაიკითხავთ აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ და გაიაზრებთ მას. თქვენ ხართ ამ სისტემის შემქმნელი და თუ ამ სისტემაში შეიქმნა ახალი გესტაპო მიბაძეთ გამზრდელს“, - დასძინა მსახიობმა.