გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, ჭონქაძის ქუჩაზე სპეცრაზმია მობილიზებული.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციელთა განსაკუთრებული რაოდენობაც.
ამ წუთებში, სტუდენტები და სპორტსმენები ერთობლივი ფეხით მსვლელობით, მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრნენ.
სპორტსმენების განცხადებით, ისინი სტუდენტების მოთხოვნებს უერთდებიან და პატიმართა მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.
თავის მხრივ, სტუდენტები მთავრობისგან მოითხოვენ უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ქართულ ციხეებში ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ.
ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე ფეხით მსვლელობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
დღის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ხელისუფლება სპეცრაზმელების მობილიზებას ახდენდა.
ჩვენი ინფორმაციით, სპეცრაზმელები ჩამოყვანილნი არიან, სამეგრელოდან და აჭარიდან.