ზუგდიდში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვის გამოსვლის შეფასებისას, განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერს სერიოზულად უკვე არავინ აღიქმავს.
ალასანიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სიტყვით ცარიელ დარბაზში გამოვიდა, რაც მისი თქმით გულსატკენია.
„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ჩემი ოპონენტია, მე მტკივა გული, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს მთელი სამყარო ასე არასერიოზულად, ეჭვის თვალით უყურებს. ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ძალიან მალე ხელისუფლბა იცვლება და სერიოზული შრომისთვის ყველა მოვემზადოთ, იმიტომ რომ ხაზინა გაძარცვული, საგარეო პოლიტიკა ჩავარდნილი და მმართლმსაჯულების სისტემა დანგრეული გვხვდება. მინიმუმ, ერთი წელიწადი მაინც დაგჭირდება, რომ ფეხზე წამოვაყენოთ ქართული ეკონომიკა და ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა დავიწყოთ“, - განაცხდა ალასანიამ.