არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დღეს ქუთაისში აქცია გამართეს და ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებისა და გეგუთის კოლონიაში შესვლის ნება ითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა გიორგი ტუღუშის სახელზე მიმართვა დაწერეს. აქცია „შეაჩერე აქტი“ მათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობასთან გამართეს.
„მე-7 დღეა ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციები ვაპროტესტებთ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, მოვითხოვთ ყველას დასჯას ვინც ადამიანის ღირსებისშემლახავ მოპყრობას ახორციელებდა“,-განაცხადა მანანა მანაგაძემ.